![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_20540_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდმა ,,OFF SIDE“ 10-14 აპრილს, დუბაიში გამართული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - ,,DUBAI GRAND FESTIVAL’’ უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი მოიპოვა. ჟურიმ ფესტივალის 10-მდე ქვეყნის 50-მდე მონაწილეს შორის უპირატესობა ბსუ-ს ჟაზ-ბენდს მიანჭა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბსუ-ს ბენდს და მის ხელმძღვანელს, კალისტრატე ცინცაძეს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
უკან |