„ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების შემსწავლელი ბათუმის მესამე სეზონური სკოლა -2024“

სურათი

   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 18-22 ივლისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების შემსწავლელი ბათუმის მესამე სეზონური სკოლა -2024“.

მიმდინარე წლის თემატური ჩარჩოა - თანამედროვე ქართული რომანი (ავტორი-ტექსტი-კონტექსტი).

 „სკოლის“ ფარგლებში ჩატარდება ლექციები და სემინარები. სტუდენტები გაეცნობიან ავტორებს, მკვლევრებს, იმუშავებენ ტექსტებზე, თემატური ჩარჩოს ფარგლებში განიხილავენ ლიტერატურის თანამედროვე პრობლემებს.  

სკოლის მუშაობის დასასრულს სტუდენტები წარმოადგენენ სკოლის ფარგლებში შესრულებული ნაშრომების ძირითად თეზისებს, ხოლო სკოლის მუშაობის შემდეგ, დასრულებული ნაშრომის წარმოდგენისთვის მიეცემათ სპეციალური დრო. გამარჯვებულ ორ ნაშრომს სექტემბერში გამოავლენს სპეციალური კომისია.

,,სკოლის“ შესახებ:

  ,,ქართლი ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესების კვლევვის საზაფხულო სკოლა“  აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტის ფარგლებში წელს  მესამედ ტარდება.

 პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ბსუ-ის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე.

სკოლის სამუშაო პროგრამა:                                            

18 ივლისი

  • პირველი სესია: 11:00-14:00

მომხსენებელი: დავით ქართველიშვილი  (მწერალი, ესეისტი)

თემა: თანამედროვე რომანი და ტექნოლოგიური პროგრესი

ლანჩი -14:00-15:00

  • მეორე სესია: 15:00-16:30

მომხსენებელი: ნანა ტრაპაიძე (პროფესორი, ბსუ)

თემა: ლიტერატურული აწმყო როგორც ლიტერატურის პრობლემა       

19 ივლისი

  •      პირველი სესია: 12:00-14:00

მომხსენებელი: ირმა ტაველიძე (მწერალი, მთარგმნელი, ესეისტი)

თემა:  მწერლის სარკე - დასაწყისის აბერაციები

ლანჩი -14:00-15:00

  • მეორე სესია 15:00-17.00

მომხსენებელი: მაია ალუდაური (გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის მთავარი რედაქტორი)

თემა: გამომცემლობა - მწერლობის მხარდამჭერი თუ მწერლობის მომხმარებელი

20 ივლისი

  • პირველი სესია: 12:OO-14:OO

მომსხსენებელი: ვალერი ოთხოზორია (მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი)

თემა: იდენტობის კრიზისი თანამედროვე ქართულ რომანში

ლანჩი -14:00-15:00

  • მეორე სესია: 15:OO-17:OO

მომხსენებელი: ბელა წიფურია (პროფესორი, ილიაუნი)

თემა:  თანამედროვე ქართულ რომანი - სოციალური პრობლემებიდან პოსტკოლონიურ კონტექსტამდე (პირველი ნაწილი)

21 იივლისი

  • პირველი სესია: 12:OO-14:0O

მომხსენებელი: ბელა წიფურია (პროფესორი, ილიაუნი)

თემა:  თანამედროვე ქართულ რომანი- სოციალური პრობლემებიდან პოსტკოლონიურ კონტექსტამდე (მეორე ნაწილი)

ლანჩი -14:00-15:00

  • მეორე სესია: 15:0O-17:0O

მომხსენებელი: ირმა რატიანი (პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი)

თემა: ზაირა არსენიშვილი - „ვა, სოფელო...“ რომანი ეპოქათა ჭრილში

  1. ივლისი
  • სტუდენტთა ნაშრომების პრეზენტაცია: 11:30-13:30
  • ლანჩი -13:30-14:00
  • სეზონური სკოლის დახურვა და სერტიფიკატების გადაცემა: 14:00-14.30

 

,,სკოლაში“ მიღების შესახებ :

მიღებისათვის საჭიროა გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 300 სიტყვისა) შემდეგ

მისამართზე: sezonuriskolabsu@gmail.com

მონაწილეობა შეუძლია როგორც ბსუ-ს, ისე საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.

სწავლის პირობა, განაცხადის მიღებისა და სწავლის ვადები :

  • ,,სკოლაში“ მონაწილეობა შეუძლიათ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე ლიტერატურით დაინტერესებულ  სხვა სპეციალობის სტუდენტებს.
  • მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დაესწროს სკოლის მუშაობის ყველა სესიას და წარმოადგინოს კვლევითი ნაშრომი.
  • სამოტივაციო წერილები მიიღება 12 ივნისიდან 12 ივლისამდე.
  • სწავლის პერიოდი: 18 ივლისი - 22 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია:

,,სკოლა“ დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

სტუდენტთა დაფინანსებაში შედის სასტუმრო და ორჯერადი კვება (მგზავრობის თანხა არ ანაზღაურდება).

დაფინანსება ეხება სკოლაში კონკურსის საფუძველზე მიღებულ  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს.

მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველი/ნინოშვილი  ქ. 35/32

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 28 08 30;


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა