ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში

სურათი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებული პროგრამის „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ბსუ-ს რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. 13-25 მაისს გამართულ შეხვედრებზე ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს ამერიკული უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორების მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ფონდებთან მუშაობის სპეციფიკა და წარუდგინეს კონკრეტული კვლევითი პროექტები.

შეხვედრებზე ასევე გამოიკვეთა პროექტის მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები და დაიგეგმა ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლთა საპასუხო ვიზიტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და საგრანტო ოფისების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი სემინარებისა და ვორკშოფების წარმართვის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის, ნორს ისტერნის უნივერსიტეტის, იელის უნივერსიტეტის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ამერიკული უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ნიუ იორკის ცენტრის, სტივენის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ბავშვთა ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის, საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (ENCURA), ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) წარმომადგენლებთან.

ვიზიტს ადმინისტრირებას უწევდნენ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭო (NCURA).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა