პროექტი რბილი უნარები - გზა წარმატებისკენ

სურათი

პროექტი DeSIRe – "სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად" მიზნად ისახავს სომხეთისა (ARM)  და საქართველოს (GE) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (HEI)  რბილი უნარების (ე.წ. "სოფტ სქილს" (SS)) განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში. ტრადიციულად, ზემოხსენებული ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები აქცენტს აკეთებდნენ "მყარ უნარებზე" (ე.წ. "ჰარდ სქილს"), რის გამოც რბილი უნარები ნაკლებად იყო განვითარებული და ვერ პასუხობდა თანამედროვე საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის ტენდენციებს.

პროექტი შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც გულისხმობს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. იგი ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით.

პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების აღჭურვა როგორც მყარი, ისე რბილი უნარებით, რომლებიც აუცილებელია დღევანდელი სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრისთვის.

რბილი უნარები არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ დარგს ან დისციპლინას. ისინი აუცილებელია ნებისმიერი პროფესიისთვის და გამოადგება ყველა ადამიანს, რომელიც კონკრეტული ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად. ეს უნარები მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემების გადაჭრის უნარს, საჯარო გამოსვლის ტექნიკას, გუნდური მუშაობის უნარს, ციფრულ წიგნიერებას, ლიდერობასა და კომუნიკაციას.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ჰიბრიდული შეხვედრა პროექტის შესახებ და რბილი უნარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა დარეგისტრირდით შემდეგ ბმულით 

ღონისძიებაზე ონლაინ დასწრებისთვის გთხოვთ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული ბმულით

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი  - 12:00 – 14:00 სთ.
Google Meet joining info
Video call link: https://meet.google.com/vqg-jhrb-hch
Or dial: ‪(US) +1 781-514-9695 PIN: ‪756 175 936#


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა