მეცნიერების ფესტივალი - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის"

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 18 ოქტომბერს  გაიმართება  მეცნიერების ფესტივალი - ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის". ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება,  კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა.

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ტარდება ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე III“ .

სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.

კონფერენციის გახსნა: 18 ოქტომბერი, 12:00 საათი,  ბსუ, 55-ე აუდიტორია, ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35.

ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წარმოდგენილი იქნება  სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.

სამეცნიერო პავილიონების გახსნა: 18 ოქტომბერი,  13:00 საათი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი, ნინოშვილის 35.

  1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. სსიპ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  3. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  4. სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  5. აჭარის მუზეუმების გაერთიანება
  6. ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  7. შპს - ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  8. ბათუმის ტექნოპარკი
  9. გარემოს ეროვნული სააგენტო
  10. სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
  13. სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
  14. ჰორიზონტი ევროპა - ეროვნული ოფისი
  15. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  16. შპს - საქართველოს  უნივერსიტეტი
  17. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  18. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  19. შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  20. შპს - ევროპის უნივერსიტეტი

 

საჯარო სკოლები:

 

  1. სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა;
  2. სსიპ ქალაქ ბქთუმის  N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
  3. სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
  4. სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
  5. სსიპ ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა
  6. სსიპ ქალაქ ბათუმის N17  საჯარო სკოლა
  7. სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა
  8. შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმი
  9. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლა

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა