2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა გააპროტესტეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც 8 ნოემბერს სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი ასევე შეიჭრა უნივერსიტეტის შენობაში, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ფიზიკურად გაუსწორდა და აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
უკან |