დღეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ღვაწლმოსილ მეცნიერებს შეხვდა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის და პირადად მიულოცა მათ ეს მნიშვნელოვანი აღიარება. შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერების დამსახურება და მათი როლი ქართული მეცნიერების განვითარებაში.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია „მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი „სამეცნიერო დარგში მიღწევებისთვის“ გადაეცა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ნოდარ კახიძეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით “სამეცნიერო დარგში მიღწევებისთვის” დაჯილდოვდნენ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები:
ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნანული ნოღაიდელი და ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე.
ასევე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ოთარ თურმანიძეს და სხვა მკვლევრებს მეცნიერების დღე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
უკან |