2024 წლის 21 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ფარგლებში, გაიმართება მე-11 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
რეგლამენტი: მოხსენება – 10 წუთი; კითხვა-პასუხი – 5 წუთი
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
კონფერენციის საორენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- პიროვნება და საზოგადოება;
- თანასწორობა და დისკრიმინაცია;
- მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
- კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში;
- ძალადობა;
- მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო;
- ადამიანის უფლებები;
- ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- გენდერი;
- ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
- სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
- სწავლების თავისებურებები და გამოწვევები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, ხელოვნება...);
- სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
- მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში და სხვ.
გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- მონაწილეებმა გამოგზავნონ თეზისი შემდეგ ელფოსტაზე: http://nato.sherozia@bsu.edu.ge
კონფერენციის თეზისები მომზადებული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:
თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (Word) ფაილში; შრიფტი Sylfaen; ზომა -11 (სათაურებისთვის დასაშვებია შრიფტის ზომა იყოს 12); მანძილი სტრიქონებს შორის - 1.5.
თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი;
- ხელმძღვანელის სრული სახელი და გვარი;
- ორგანიზაცია/უნივერსიტეტი, სკოლა, ქალაქი, ქვეყანა;
- ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
- კონფერენციის თემატური მიმართულება, რომელსაც შეესაბამება წარმოდგენილი თეზისი;
- თეზისის სათაური;
- საკვანძო სიტყვები;
- თეზისი (ძირითადი ტექსტი).
კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
- თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2024 წლის 3 დეკემბერი;
- სამეცნიერო კომიტეტის მიერ თეზისების შეფასება და კონფერენციაზე წარსადგენად შერჩევა - 2024 წლის 5 დეკემბერი;
- კონფერენციის ჩატარების თარიღი – 2024 წლის 21 დეკემბერი
მონაწილეთა დაჯილდოვება
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები
- ლელა თურმანიძე, პროფესორი
- ლელა თავდგირიძე, პროფესორი
- ნანა მაკარაძე, პროფესორი
- ნატო შეროზია, ასოცირებული პროფესორი (სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი)
- ნანი მამულაძე, ასოცირებული პროფესორი
- მადონა მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი
- ქეთევან შოთაძე, ასოცირებული პროფესორი
- მარინე გურგენიძე, ასოცირებული პროფესორი
- დარეჯან გელაძე, ასოცირებული პროფესორი
- დიანა ახვლედიანი, ასისტენტ პროფესორი
- მაია ვანიძე, პროფესორი
- ბესიკ ციცაგი, ასისტენტ პროფესორი
- მიხეილ დონაძე, ასოცირებული პროფესორი
- იზოლდა ჯაბნიძე, ასოცირებული პროფესორი
- დალი დობორჯგინიძე, ასისტენტ პროფესორი
- ნინო სამნიძე, ასოცირებული პროფესორი
- თათია ნაკაშიძე-მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
- მედეა დიასამიძე, ასისტენტ პროფესორი
- მანანა თავდგირიძე, ასისტენტ პროფესორი
- ქეთევან თადუმაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი
- თეონა ქარცივაძე, სტუდენტი
- ემზარ ჭელიძე, სტუდენტი
- თამარი მაისურაძე, სტუდენტი
საკონტაქტო პირები:
- ნატო შეროზია (კოორდინატორი) - სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი; ტელეფონი: (+995) 577 173707, ელფოსტა: nato.sherozia@bsu.edu.ge
- ქეთევან თადუმაძე - ტელეფონი: (+995) 579191997
- თეონა ქარცივაძე - ტელეფონი: (+995) 591957359
უკან |