ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა) აცხადებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ საგრანტო პროექტის კონკურსს - მოკლევადიან მობილობას ბსუ-ს 2 სტუდენტისთვის, განათლების მიმართულებით: შერეული ინტენსიური პროგრამა (BIP): "ინოვაციები დაწყებით განათლებაში" (Blended Intensive Programme (BIP):" Innovations in Primary Education");
მობილობა განხორციელდება შემდეგ სფეროებში: სკოლამდელი აღზრდა, განათლება, დაწყებითი განათლება;
პროგრამის განხორციელების ვადები:
- ვირტუალური კომპონენტი: 05/03/2025 და 19/03/2025 (თითოეული შეხვედრა 2 სთ);
- ფიზიკური მობილობა: 10/03/2025 – 14/03/2025
ფინანსური მხარდაჭერა:
- სამოგზაურო გრანტი: 309,00 EUR;
- სტიპენდია: 79,00 EUR/დღეში (553,00 EUR 7 დღეში (შესაძლებელია, დაემატოს 100,00 EUR შშმ სტუდენტისთვის)
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2024 წლის 9 დეკემბრამდე (12:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების ენა და დონე და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
2024 წლის 9 დეკემბერი, 16:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2).
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს (71 ქ.):
მეორე ეტაპი
2024 წლის 10 დეკემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |