თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციას "სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები"
კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თეზისები მიიღება ელფოსტით შემდეგ მისამართზე: interconference@tsu.ge
კონფერენციის ძირითადი თემები:
სალიტერატურო ენის ნორმები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა;
ენათა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის პრობლემები: კოდიფიკატორ(ებ)ის როლი; ენის კოდიფიკაციის ძირითადი ტენდენციები;
ენის სტანდარტიზაციაზე მოქმედი ფაქტორები (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური...);
სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვა საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით;
საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი.
თეზისების მიღების ვადა: 25 თებერვალი, 2025
თეზისების შეფასება (დადასტურება): 5 მარტი, 2025
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2025
უკან |