გამოცხადდეს ბსუ-ში 2025-2026 წლებში განსახორციელებელი (10.03.2025-15.12.2026წწ.) მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი შემდეგ მიმართულებებში:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია, ტექნოლოგიები;
- აგრარული მეცნიერებები;
- ეკონომიკა და ბიზნესი;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები;
- ტურიზმის მენეჯმენტი;
- ინტერდისციპლინური კვლევები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2025 წლის 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა და უქმე დღეებისა), 10:00 სთ-დან 16:00 სთ-ის დროის მონაკვეთში, თავდაპირველად ელექტრონული სახით (მისამართზე bsugrant@bsu.edu.ge) და მხოლოდ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ასევე მატერიალური სახით (ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარიაში):
ა) საპროექტო განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის აღწერილობა და გეგმა-გრაფიკი (შევსებული წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად);
გ) მიზნობრივი პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებული (შევსებული წინამდებარე ბრძანების N3 დანართის შესაბამისად);
დ) მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობაზე (ჩასართავი პერსონალის/სტუდენტების) თანხმობის წერილები (შევსებული წინამდებარე ბრძანების N4 დანართის შესაბამისად);
ე) პროექტის მონაწილეთა (პერსონალის) CV-ები;
ვ) ცნობა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი (პროექტში ჩასართავი ბსუ-ს სტუდენტისათვის).
ბრძანება 01-02-01
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
მიზნობრივი კვლევითი პროექტების კონკურსის დებულება
უკან |