- განისაზღვროს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი და ასარჩევ სტუდენტთა კვოტა ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა 26 სტუდენტი;
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა - 12 სტუდენტი;
გ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა 13 სტუდენტი;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა 23 სტუდენტი;
ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი- 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა 17 სტუდენტი;
ვ) ტურიზმის ფაკულტეტი - 2025 წლის 11 აპრილი, კვოტა - 6 სტუდენტი;
ზ) ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 2025 წლის 11 აპრილი,, კვოტა - 11 სტუდენტი.
- კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს (მისამართი ქ.ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, მე-2 კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N119) 2025 წლის 24 მარტიდან - 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; (არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება 10.00 საათზე და მთავრდება 18.00 საათზე).“
- არჩევნებში კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს აქტიური სტატუსის მქონე ბსუ-ს სტუდენტი (გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტისა).
- კანდიდატმა რეგისტრაციის გასავლელად კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან - საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო წლისა და სემესტრის მითითებით;
გ) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);
დ) მინიმუმ 30 მხარდამჭერის ხელმოწერა.
უკან |