
აშშ-ის ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის მკვლევართა და ლექტორთა შეხვედრა გაიმართა ბსუ-ს სტუდენტებთან. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ერთი სასწავლო წლით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობენ (სწავლება/კვლევა) სტუდენტებს გააცნეს აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის და კვლევის შესაძლებლობები: უნივერსიტეტის შერჩევა, დოკუმენტაციის მომზადება, განაცხადის შევსება, დარეგისტრირება და უპასუხეს სტუდენტთა შეკითხვებს.
ამერიკელ სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზატორები, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.
უკან |