ბსუ-ს მეცნიერები ევროპარლამენტში: „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და ინოვაციური კვლევები“

სურათი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის გრანტის CARE SEA ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისათვის“ კოორდინატორმა, იზოლდა მაჭუტაძემ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, მარინა შაინიძემ. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო Horizon 2020 DOORS პროექტის მიერ და მის ფარგლებში განიხილებოდა CARE SEA და DOORS-ის თანამშრომლობა. შეხვედრა მიეძღვნა შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგს, რომელშიც შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და ევროპარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. CARE SEA პროექტში ჩართული ბსუ-ს მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები სწორედ შავი ზღვის სანაპიროს მიკროპლასტიკით დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებს იკვლევენ. აღსანიშნავია, რომ მიკროპლასტიკით დაბინძურების კვლევა საქართველოში პირველად CARE SEA და DOORS პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას მიეძღვნა. ევროპარლამენტის შეხვედრაზე სიტყვით ,,ჩემი გზა ფილოსოფიიდან საზღვაო ნარჩენებამდე“ გამოვიდა ბსუ-ს დოქტორანტი მარინა შაინიძე, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: იზოლდა მაჭუტაძე და ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე. მარინა შაინიძემ დაამთავრა ბსუ-ს ბაკალავრიატი ფილოსოფიის დარგში. სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში ეკოლოგიის მიმართულებით, რომელიც პლასტიკით დაბინძურებას ეხებოდა. შემდეგ კი ჩააბარა დოქტორანტურაში ბიომრავალფეროვნების მიმართულებაზე. დოქტორანტის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ Horizon Europe-ის შემდეგი პროექტი სწორედ ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას და მათი სადოქტორო შრომების განხორციელებას მიეძღვნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...