ბსუ-ს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰიდეკი იშიძუკა ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰიდეკი იშიძუკა მეუღლესთან, ჩიეკო იშიძუკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩი უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და კულტურულ კავშირებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები: მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე და იაპონური ენის ლექტორი, ლაშა ბოლქვაძე. ასევე,  იაპონიის საელჩოს განათლების ატაშე, მაიკო შიმიძუ, საელჩოს აღმასრულებელი ასისტენტი, ვახტანგ გორდეზიანი, ხელოვანები: კომაკი და ტოშიკო ონერი, რომლებმაც წარმოადგინეს ტრადიციული იაპონური კულტურის მასტერკლასები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...