უნივერსიტეტის დელეგაცია ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტს ეწვია

სურათინორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე და სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ემზარ ძირკვაძე ეწვივნენ. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამწლიანი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლების პროგრამის“ განხორციელებას. პროექტის ეგიდით ამოქმედდება ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები, ინოვაციებისა და სამეწარმეო სწავლების სფეროში შემუშავდება კურიკულუმი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის განხორციელდება გაცვლითი პროგრამები. დელეგაციის წევრები მასპინძელი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და ნორვეგიის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. აპრილში 3 წარჩინებული სტუდენტი ერთწლიან სასწავლო კურსს ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში გაივლის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა