ტურიზმის ფაკულტეტისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების I კონფერენცია

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების I კონფერენცია გაიმართა. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ ტურიზმის დეპარტამენტის, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებს ახლადშექმნილი ფაკულტეტის შესაძლებლობები და სამომავლო გეგემები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა და ერთობლივი პროექტების შემუშავება. ტურიზმის ფაკულტეტისა და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტების მომზადებას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა