„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“

სურათიაჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიზნობრივი პროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ წარუდგინა და პროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო. 2012 სასწავლო წლიდან კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები ხელფასის გარდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან დამატებით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით. ასევე ისარგებლებენ დაზღვევის პროგრამით და უფასოდ ჩაერთვებიან პროფესიული გადამზადების კურსებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე პირებთან ერთად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც შეუძლიათ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა