რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე ტრადიციულად სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო წლის სიახლეებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო. ცვლილებებია სტიპენდიების დანიშვნისა და სწავლის საფასურის გადახდის წესში. იგეგმება საეტაპო გამოცდების ჩატარება და რსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. რექტორმა ყურადღება გაამახვილა ასევე უცხოეთის გაცვლით პროგრამებზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და სტუდენტთა დასაქმების პროგრამაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ რექტორი ეტაპობრივად ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეხვდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა