ბსუ აცხადებს მოსაწვევ მასწავლებელთა პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სურათი

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით გამოცხადდა ღია კონკურსი მასწავლებელთა პერსონალის შესარჩევად, ბრძანების №1 დანართის შესაბამისად (ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის ვაკანტური სასწავლო კურსები, ლექცია/ჯგუფში მუშაობა, ჩატარების ადგილი, ჩასატარებელი საათების ოდენობა და ჩატარების სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კონკურსანტებმა, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით, მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - №2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

გ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4);

    დ) СV (შევსებული უახლესი ინფორმაციით და ხელმოწერილი ყოველ გვერდზე);

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის) სათანადო წესით დამოწმებული ასლი (შენიშვნა: განცხადებაში ხაზი გაუსვით შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც თან ერთვის განცხადებას);

ვ) სხვა დოკუმენტი.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2026 წლის 25-26  თებერვალი, 10:00 -დან 17:00  საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია);

კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება / საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად) - 2026 წლის 27 თებერვალი  (კონკურსანტთა სია და გასაუბრების (საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის სახის შესაბამისად) ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობოს საკონკურსო კომისიების მიერ, ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის (კონკურსების ველის) მეშვეობით, გასაუბრების/საცდელი ლექციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე (დასაშვებია კონკურსანტის CV-ში მითითებულ სატელეფონო ნომერზე შეტყობინება ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინფორმირება);  

საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგები საჯაროდ გამოცხადდება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2026  წლის 27 თებერვალი;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება  იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით - 2026 წლის  02 მარტი,  10:00 საათიდან 15:00 საათამდე;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2026 წლის 04 მარტი.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამის ფაკულტეტზე პერსონალის მოწვევისა და მათი სამუშაო (აკადემიური) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გამოცემის შემდეგ (შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის სამუშაო დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად (შენიშვნა: დასაშვებია: ა) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტი არ იქნეს მოწვეული შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუკი არ შედგა სტუდენტთა ჯგუფი ან სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო; ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტისათვის შეთავაზებული იქნეს შესაბამისი მიმართულებით სხვა სასწავლო კურსები/სხვა ოდენობის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესრულება, გარდა კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებაში/აქტში მითითებული სასწავლო კურსებისა).

ბრძანების საფუძველზე შერჩეული და დასაქმებული მოწვეული პერსონალის შრომა ანაზღაურდება საათობრივად, სამუშაო (აკადემიური) დატვირთვის ბრძანებისა და  შესრულებული საათების შესაბამისად, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 29 სექტემბრის 01-10/112 ბრძანებით განსაზღვრული ტარიფით (ერთი აკადემიური საათი (50 წუთი) - დოქტორის ხარისხის არმქონე სპეციალისტისათვის/მასწავლებლისათვის  - 18 ლარი, ხოლო დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტისათვის/უფროსი მასწავლებლისათვის  - 20 ლარი).

კონკურსის შედეგად შერჩეული და დასაქმებული (მოწვეული პირი) ვალდებულია, მისი შრომითი (აკადემიური) დატვირთვის გათვალისწინებით, შეასრულოს ბსუ-ს სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფუნქციები, მათ შორის:

ა) ლექციის / პრაქტიკულის / სემინარის /ჯგუფში სამუშაოს / კურაციული / ლაბორატორიული სამუშაოს დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება, სამუშაო საათობრივი დატვირთვის ბრძანებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით;

ბ) შუალედური და დასკვნითი გამოცდების საკითხების მომზადება და საგამოცდო ნაშრომების გასწორება;

გ) ბსუ-ს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რაც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, შრომითი ხელშეკრულებიდან და ბსუ-ს რეგულაციებიდან, რომლებიც განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდის ველებში ,,იურიდიული ცნობარი“ და ,,სტუდენტთა გზამკვლევი“ (ბსუ-ს შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ,,ბსუ-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“, ,,ტურნიტინის პროგრამის ადმინისტრირების წესი“, ,,აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის წესი“ და სხვა).

საკონკურსო კომისიები შეიქმნება ფაკულტეტების/დარგობრივი დეპარტამენტების მიხედვით ბრძანების №3 დანართის შესაბამისად და დამტკიცდდება მათი მუშაობის წესი,  ბრძანების №4 დანართის შესაბამისად.

 

  ბრძანება
  დანართი №1
  დანართი №2
  დანართი №3
  დანართი №4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა