ტურიზმის ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, წამყვანი სასტუმროების მენეჯერები, დარგის ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ფაკულტეტის შექმნის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მოწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები, ხოლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა როსტომ ბერიძემ საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო

ტურიზმის ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ტურიზმის ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამაზე 100, პროფესიულზე - 30 სტუდენტს მიიღებს.

საგანმანათლებლო პროგრამები:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• სარესტორნო საქმისწარმოება - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• ტუროპერატორი - 6 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 2 წ.

სპეციალიზაცია:

• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
• ეკოლოგიური ტურიზმი
• კულტურული ტურიზმი
• რეკრიაციული ტურიზმი
• აგროტურიზმი
• სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 3 წ.

ფაკულტეტის პარტნიორი ორგანიზაციები:

• GIZ - საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (გერმანია)
• CIM - საერთაშორისო მოგრაციის ფონდი (გერმანია)
• აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
• აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი
• დრეზდენის ,,ევროპის ბიზნეს-კოლეჯი“
• მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი
• შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი, ტრაპიზონი)
• სასტუმრო - Sheraton Batumi
• სასტუმრო - Georgia Palace Hotel
• სასტუმრო - ერა პალასი
• Turkish Airlines
• Tav Georgia



უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა