ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საათი

სურათიგანათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მწერლები და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში პოეტ ზურაბ გორგილაძის საფლავთან შეიკრიბნენ. პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად სტუდენტებმა შემოქმედის გარდაცვალების დღეს პოეზიის საათი მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. პოეზიის საათი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა