პირობები:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. 12-ში მდებარე (მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ს.კ. 05.24.05.189) ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის (ბსუ-ს №4 კორპუსი) სახურავზე 2 კვ.მ. ფართი გაიცეს იჯარით, 3 (სამი) წლის ვადით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული ფართის (2 კვ.მ.) საწყისი წლიური საიჯარო ქირა (საწყისი სარგებლობის საფასური) დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვროს 18 000 ლარის ოდენობით.
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 4500 ლარის ოდენობით, ხოლო `ბიჯი~ - 120 ლარის ოდენობით.
4. განისაზღვროს წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული ქონების იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის შემდეგი პირობები:
ა) იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნეს მობილური კავშირგაბმულობის გადამცემი ანტენის განსათავსებლად;
ბ) მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახად(ებ)ი, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მრიცხველის განმხოლოება (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით;
გ) მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;
დ) საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;
ე) მოიჯარეს შეტანილი ,,ბე“ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ვ) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) იჯარით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 3 (სამი) წელი;
თ) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:
1. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
2. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში (მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს ორი კვირის ვადაში);
3. საიჯარო ქირის ორი თვის ოდენობით დავალიანების არსებობის შემთხვევაში.
5. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდეს 2026 წლის 19 აგვისტოს და დასრულდეს 2026 წლის 26 აგვისტოს (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსდეს 2026 წლის 18 აგვისტოს).
| უკან |
