საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსი

სურათისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსს (PHEM) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და საგანგებო სიტუაციების მართვა“. ხუთდღიანი ტრენინგის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგანგებო სიტუაციაში მზადყოფნა პრეჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ დონეზე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ეპიდემიების და გადამდები დაავადებების კონტროლი და ზედამხედველობა. სასწავლო კურსში მონაწილეობენ რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი ჯანდაცვის მენეჯერი მომზადდა.
სასწავლო კურსი აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა თემურ გაბაიძემ, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლმა უტე ენდერლაინმა და გახსნა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა