გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის დელაგაციის ვიზიტი

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროგაერთიანების პროგრამის ”ტემპუსის” „PICQA - ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” კოორდინატორი, გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის ათკაციანი დელეგაცია ეწვია. ორდღიანი ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ერთობლივი საგრანტო პროექტების შემუშავებას ისახავდა მიზნად. რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა გერმანელ კოლეგებს უნივერსიტეტის ისტორია, პრიორიტეტები, საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნეს. რექტორის მოადგილესთან, ირაკლი ბარამიძესთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა რომან ჰაილეგენტალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა