ამერიკული განათლების დღე

სურათისაერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული განათლების დღე გაიმართა. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებმა თეა კუჭუხიძემ, თამარ ქარჩავამ, ეკა ყუფუნიამ და თეონა დალაქიშვილმა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამერიკის შეერთებული შტატების გაცვლითი პროგრამები და უცხოეთში სწავლის პირობები გააცნეს. საერთაშორისო განათლების ცენტრის პროექტები ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა წარმოადგინა. ასევე შედგა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პრეზენტაცია და დისკუსია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა