ფილოსოფიის საერთაშორისო დღე

სურათიფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია „ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემები“გაიმართა. სამეცნიერო სესია რსუ-ს ფილოსოფიის დეპარტემენტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ეგიდით მესამედ ჩატარდა და ცნობილი ფილოსოფოსის ზურაბ კაკაბაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს თანამედროვე ფილოსოფიის მნიშვნელოვანი საკითხები. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „ადამიანი თანამედროვე ქართულ აზროვნებაში“. კონფერენციის ფარგლებში ფილოსოფოსმა, თსუ-ს პროფესორმა თეიმურაზ მთიბელაშვილმა ღია ლექცია წაიკითხა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ შეხედულებებზე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა