იმიტირებული სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

სურათიხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. რაიონული სასამართლოს შვიდმა სტაჟიორმა სტუდენტმა მიწის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დავა მოსარჩლის სასარგებლოდ გადაწყვიტეს და ბათილად ცნეს ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა, რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცონდეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და მოსამართლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა