უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილოების მისაღებად საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის სამმა კანდიდატმა: ედიშერ ჩავლეიშვილმა, ზაზა დავითაძემ და ავთანდილ ღოღობერიძემ მიმართა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ ზაზა დავითაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით ედიშერ ჩავლეიშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით მასვე დაუჭირეს მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა (ცხრამეტიდან თვრამეტი ხმა). რიგით მეოთხე კანცლერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა