თარგმანის კვლევებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების საკოორდინაციო საბჭოს სესია

სურათირსუ-ს თარგმანის კვლევებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების საკოორდინაციო საბჭოს სესია ჩატარდა. საკოორდინაციო საბჭოსა და საგრანტო ჯგუფის წევრებმა პროექტი „მულტილინგვური კორპუსი - პოლიტიკა, როგორც მულტიდისციპლინარული კორპუსი“ წარმოადგინეს, რომელიც EWMI – USAID-ის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა ინგლისურ-ქართული კორპუსის შექმნისა და კორპუსული კვლევების დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე წარმოადგინეს გრანტის მართვის ტექნიკური და ლინგვისტური ასპექტების ანალიზი და სტრატეგიული საკითხები განიხილეს. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანის კვლევებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების საკოორდინაციო საბჭო 2011 წლიდან ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა