მათემატიკოსთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია

სურათიგაიხსნა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ხუთდღიან კონფერენციაში 80-მდე ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ავსტრიელი, რუსი და სომეხი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე მსოფლიოს წამყვანი მათემატიკოსები სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და მიღწევებს წარმოადგნენ, მათემატიკის სწავლებასა და დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს კი მრგვალ მაგიდასთან განიხილავენ.

სამეცნიერო მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგ სექციებში:
• ტოპოლოგია და ალგებრა;
• გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება;
• ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები;
• მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
• უწყვეტ ტანთა მექანიკის სექცია;
• ფუნქციონალური სივრცეები და აპროქსიმაცია;
• კომპლექსური ანალიზი და მისი გამოყენებები;
• მათემატიკური განათლება და ისტორია;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა