5 ივნისი 2010 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2742_1_s.jpg)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მტირალას ეროვნულ პარკში გასვლით აღნიშნა. ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და გარემოს დაცვის საკითხებს მიუძღვნეს ვორქ-შოფი თემაზე: ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები“ და პროექტი ,,მწვანე ტური“. 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს გამოაცხადა.