ახალი აკადემიური წოდება

სურათირსუ-ს აკადემიურმა საბჭომ განსაკუთრებული დამსახურებისათვის ემერიტუსის წოდება მიანიჭა უნივერსტეტის შვიდ სრულ პროფესორს: აკაკი ბერიძეს, ამირან კახიძეს, ბიჭიკო დიასამიძეს, ანზორ დიასამიძეს, მურმან დავითაძეს, რევაზ ზოსიძესა და თემურ გოგმაჩაძეს. უნივერსიტეტის რექტორმა დამსახურებულ პროფესორებს მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აკადემიური საბჭოს სახელით სიგელები გადასცა.

ემერიტუსის წოდება, აკადემური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიენიჭოს სრულ პროფესორს, რომელსაც შეუსრულდება 65 წელი. აკადემიური წოდება ემერიტუსს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა