დედაენის დღე

სურათი

დედაენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმართულებით  მსვლელობა მოაწყვეს, 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის დარბაზში საერთაშორისო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ მასალების სამტომეულის წარდგინება ჩატარდა. ასევე შედგა ილიაუნის პროფესორის, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორის ცირა ბარბაქაძის წიგნის - ,,იპოვე შენი მეტაფორა“ და მეტაფორების კონკურსის - ,,შექმენი შენი მეტაფორა“ პრეზენტაცია. ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სტუდენტთა ფლეშმობით სახელწოდებით - ,,რა ენა წახდეს“ დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა