გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია

სურათი

30 აპრილს, 12:30 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (55-ე აუდიტორია) "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.

შეხვედრის ფარგლებში, "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ აკადემიაში მიმდინარე გაცვლითი პროგრამებს, სასწავლო ბანაკებს, კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს და ამერიკულ უნივერსიტეტში სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს.

პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მშობლებს და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ პირებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა