საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი“

18 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55-ე აუდიტორია) ამერიკის საელჩოს მოწვევით კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონოვან რიპკემა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი“.

დოქტორი დონოვან რიპკემა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმძღვანელოს - „მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა“ - ავტორი; ასევე, ორგანიზაციის - „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიები“ - დამფუძნებელი. იგი აღიარებული სპეციალისტია ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში.

დოქტორი დონოვან რიპკემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას განიხილავს იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიული ქალაქები ან უბნები არ უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მუზეუმების სტატუსით. მისი აზრით, ისტორიული ნაგებობების დაცვა–შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა