ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ჯემალ ანანიძე გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიას  რეგისტრაციისათვის ერთმა კანდიდატმა - ჯემალ ანანიძემ მიმართა. აკადემიური საბჭოს წევრებმა  სრული შემადგენლობით (8 ხმით) კანცლერად ჯემალ ანანიძე აირჩიეს და წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინეს დასამტკიცებლად. ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მასვე დაუჭირეს მხარი წარმომადგენლობით საბჭოს წევრებმა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა