ღია ლექცია თემაზე: „ექსპერიმენტი - „ატლასი“

30 ივნისს, 12:00 საათზე, 509-ე აუდიტორიაში,  CERN -  ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის წევრი, ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი ჯემალ ხუბუა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავს ღია ლექციას თემაზე: „ექსპერიმენტი - „ატლასი“.

პროფესორი ჯემალ ხუბუა ლექციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ლაბორატორიებში (დუბნა, ცერნი, ჟენევა) ქართველი მეცნიერების მუშაობაზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

  • ,,ატლასი“ექსპერიმენტი - გზა სტანდარტული მოდელის შესავსებად
  • „ჰიგს“ ნაწილაკი-მისი ძებნა, აღმოჩენა და მომავლის პერსპექტივები
  • სტანდარტულ მოდელს მიღმა ფიზიკა და მათი ძებნის გზები, კავშირები მიკრო და მაკრო სამყაროს ფიზიკას შორის - რა გველის მომავალში?

CERN (შვეიცარია, ჟენევა) მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მთავარი ფუნქციაა ატომური აქსელერეტორების მიწოდება მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ექსპექრიმენტისთვის. აკეო-ში მიმდინარეობს მსოფლიოს უდიდესი ოთხი ექსპერიმენტი, აქედან ყველაზე ცნობილი და გახმაურებულია ექსპერიმენტი "ატლასი", რომელშიც მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსები მუშაობენ და მათ შორის, ქართველი ფიზიკოსი ჯემალ ხუბუა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა