33#ცინცაძე მერი †# პროფესორ მერი ცინცაძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ენათმეცნიერების განვითარებაში. ცნობილმა მეცნიერმა ქართველ მკვლევართა შორის პირველად ისაუბრა კლარჯულ კილოზე, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოეტანა ქართული ენათმეცნიერებისათვის უცხო დიალექტის მასალები, სისტემატიურად მონაწილეობს ექსპედიციებში, ისტორიულ ტაოში, შავშეთსა და კლარჯეთში. ქალბატონ მერის გამოქვეყნებული ჰქონდა მონოგრაფიები: „ქართულად ხსნილად უბნობდი!“ (თბილისი, 2013); „შავშეთი“ (ავტორთა ჯგუფი, თბილისი, 2011); „სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს)“ მ.ფაღავას თანაავტორობით (ბათუმი, 1998). დაბეჭდილი იყო მისი ათეულობით სტატია. ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას. ემერიტუს პროფესორი მერი ცინცაძე წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ძველ და ახალ ქართულ ენაში, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში, უძღვებოდა არა ერთ სპეცკურსს.

სურათი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა