31#დიასამიძე ანზორ †# ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანზორ დიასამიძის მეცნიერულ ინტერესთა სფეროში ძირითადი მიმართულება სუბტროპიკულ კულტურათა გენეტიკისა და სელექციის თეორიული საფუძვლების კვლევა და ფორმათწარმოქმნის პროცესების რეგულირების მეთოდიკის დამუშავება იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სელექციის ახალი მეთოდების ძიება და დამუშავება ციტრუსოვნებში სელექციური პროცესების დასაჩქარებლად. მეციტრუსეობის პრაქტიკაში მან პირველმა მოახდინა მუტაგენეზისა და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის მეთოდების შეუღლება. ქიმიური მუტაგენებით დამუშავებული მტვრის გამო-ყენებით შექმნა მდიდარი გენოფონდი (667 ფორმა), რომელიც საინტერესო მასალას წარმოადგენს შემდგომი სელექციური საქმიანობისათვის. ანზორ დიასამიძე ავტორი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გენეტიკასა და ბიოევოლუციაში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის. პროფესორ ანზორ დიასამიძის სახელთანაა დაკავშირებული იმუნოგენეტიკის ლაბორატორიის შექმნა, რომელსაც უძღვებოდა მის მიერვე აღზრდილ მკვლევართა ჯგუფთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას რიგი გენეტიკური მარკერების მიხედვით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოპულაციური თავისებურებების შესწავლის მიმართულებით.

სურათი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა