საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“

სურათი

5 სექტემბერს, 10:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“.

საზაფხულო სკოლის მიზანია აჭარის რეგიონი იქცეს ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად, სადაც თავს მოიყრიან, როგორც ევროკავშირის სამართლის სპეციალისტები და მკვლევარები, ასევე სტუდენტები.

ერთი კვირის განმავლობაში ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჩარჩო ევროკავშირის სამართალში“, „ინტერპრეტაცია შიდა ბაზარზე და უმცირესობათა უფლებები ევროკავშირში“, „ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტია“, „ტრანსნაციონალური პოლიტიკური ნიშნები ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში“, „ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია და შიდა კონსტიტუცია“ და ა.შ.

საზაფხულო სკოლას ადგილობრივ პროფესორებთან ერთად გაუძღვებიან გერმანიიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული პროფესორები. საზაფხულო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა