გაცვლითი პროგრამა ყაზახეთის იურიდიულ უნივერსიტეტში ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა,  იურიდიული, ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III, IV, V, VI სემესტრის  სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ  ყაზგუს უნივერსიტეტში (ყაზახეთი) შემდეგი მიმართულებებით:

  1. სამართალი
  2. საერთაშორისო სამართალი
  3. ბუღალტერია
  4. ფინანსები
  5. ეკონომიკა
  6. მენეჯმენტი
  7. ტურიზმი
  8. ფსიქოლოგია
  9. თარგმანმცოდნეობა

მობილობის განხორციელების პერიოდი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრი;

მობილობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • უნდა იყოს ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრის  სტუდენტი;
  • უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B1.დონისა.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ქართულ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).

მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და უზრუნველყოფს საერთო საცხოვრებლით.

სავიზო და სამგზავრო ხარჯებს გაცვლითი პროგრამა არ ანაზღაურებს!

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა:  2017 წლის 1 დეკემბერი, 18:00 სთ.

ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა