ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური კონკურსის „მე - აგროჟურნალისტი” გამარჯვებულია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური კონკურსის ,,მე - აგროჟურნალისტი” გამარჯვებულია. ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრისა“ და ,,USAID REAP”- ის პროექტში ხუთი რეგიონული უნივერსიტეტის 21 სტუდენტისგან დაკომპლექტებული გუნდი  მონაწილეობდა. კონკურსის მონაწილეებმა საქართველოში ,,USAID”–ის მიერ დაფინანსებულ აგროსაწარმოებზე 3-წუთიანი ფილმები გადაიღეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა ბსუ-ს სტუდენტების: მარია მამულაძის, ანა ნიქაბაძის, მარიამ ცეცხლაძისა და იაგო ფალავანდიშვილის ფილმი პლასტმასის ყუთების საწარმოზე - ,,აგროექსპორტი“.

ბსუ-ს სტუდენტები ,,USAID REAP”-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ, რომელიც რეგიონულ ტელევიზიაში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ითვალისწინებს. პროექტი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის თემით დაინტერესებული ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის შესაძლებლობების შექმნას და მათ წახალისებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა