14 აპრილი - დედაენის დღე

სურათი

დედაენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. 14 აპრილს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. დედაენის ენის კვირეული 10 აპრილს პრეზენტაციით „არა ბარბარიზმებს“ დაიწყო.  11 აპრილს, პროექტის „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ ბსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისათვის ჩატარდა კარნახით წერა ქართულ ენაში.

ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა, პროექტის მონაწილე არაქართულენოვანმა სტუდენტებმა ქართული ენის ცოდნის დონე შეამოწმეს. ახალგაზრდები ასევე აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში და გამოხატეს პატივისცემა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისადმი. 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს ჟიური გამოავლენს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

დედაენის ენის კვირეულის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უკვე მეორედ გამოაცხადა კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი  ხელით წერის კულტურისა და  მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება და ქართული ანბანის განსაკუთრებულობის წარმოჩენაა. 2017 წელს აქტუალური თემა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო, 2018 წელს კონკურსის თემაა: „ოთარ ჭილაძის ერთი სტრიქონი“ (ოთარ ჭილაძე-85!)

დედანის ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 17 აპრილს დასრულდება შემდეგი ღონისძიებებით:

14:00 საათზე, უნივერსიტეტში შედგება ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ინფორმირებისათვის სახელწმიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა“ პრეზენტაცია.

14:30 საათზე, ქართული ენის აქტუალურ საკითხებზე გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელშიც ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე. ქალაქში სტუდენტები მოაწყობენ მსვლელობას და დაარიგებენ ფლაერებს.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა