უნივერსიტეტს საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი ეწვია

სურათი

საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ჩინელი დიპლომატი უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ილია ნაკაშიძეს, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიანი ისტორია. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა