„საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგომარეობა და პრობლემები“
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტისა და მტირალას ეროვნული პარკის ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკში ვორქშოპი ჩატარდა თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგომარეობა და პრობლემები“. ეკოლოგიის II კურსის მაგისტრანტებმა მარიამ ცეცხლაძემ და ქეთევან მემარნემ მოხსენებები წარადგინეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. მტირალას ეროვნული პარკის შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა თორნიკე ტაბატაძემ და ვიზიტორთა მომსახურების უფროსმა სპეციალისტმა თეონა გვიანიძემ. ვორქშოპში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის I და III კურსის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ ჩაქვის №1 და სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულს, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ, ასისტენტ პროფესორმა გუგული დუმბაძემ და მტირალას ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.