V საერთაშორისო სკოლა სემინარი „ბიომედიცინის აქტუალური საკითხები“
16 სექტემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სკოლა-სემინარი „ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’გაიხსნა. 10 ქართველი და უცხოელი პროფესორი ოთხი დღის განმავლობაში ჩაატარებს ლექციებს, მასტერ-კლასებსა და ლაბორატორიულ მეცადინეობებს დარგის აქტუალურ საკითხებზე. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის 60-მდე სტუდენტი, დოქტორანტი და რეზიდენტი გაეცნობა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ბიოსუფრთხოებას, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობას ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობას ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის და ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობას ბიომედიცინაში.