ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამებზე.
დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამები:
1. ,,თერაპიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე).
2. ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე)
რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამები:
1. ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე).
2. სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე)
3. სუბსპეციალობა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე)
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 25 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ/ორთოპედიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
უკან |