საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე:

1. ,,თერაპიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე);
2.  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე).                                                            

სარეზიდენტო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი  ან ცნობა;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან კურსი/პროგრამა:

1. გადამზადების კურსი - ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, ხანგრძლივობა (6 თვე).
2. სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა  3 თვე)                                                                                                          

მოკლევადიან პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2019 წლის 25  მარტიდან   29 მარტის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17საათამდე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა