ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე), სპეციალიზაციის პროგრამა ,, „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (3 თვე) და სუბსპეციალიზაციის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 თვე).
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა განცხადებები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყოს 2022 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე, ბსუ–ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია).
უკან |